ბრენდი 0-დან

30 დღიანი გამოწვევის ყველა განვლილი სერია

ელისო დავლიანიძე

კონეტნტ მარკეტინგის მენტორი

გამარჯობა! მე ელისო ვარ.

კონტენტ კრეატორობის 6 წლიანი გამოცდილების შემდეგ, გამოვეყავი ჩემი და გიორგის 300,000+ გამომწერიან გვერდს (ჯამურად ყველა სოც. ქსელში) და დავიწყე "ბრენდი 0-დან".

გადავწყვიტე, ეს გამოცდილება 30 დღიან ექსპერიმენტად მექცია, ძალები და დაგროვილი ცოდნა მომესინჯა და შენთვის გამეზიარებინა: რას, როგორ და რატომ გავაკეთებდი 0-დან რომ ვიწყებდე?

აქ არის ყველა განვლილი სერიის ბმული :) ყოველ მომდევნოს კი ელ.ფოსტით მიიღებ. წარმატებები ჩვენ!

დღე 1/30 🎯 რას და რატომ ვაკეთებ საერთოდ?

სანამ კონტენტის შექმნას დაიწყებ, რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღო? 🎥 უყურე აქ

დღე 2/30: ❌ არ მოიწვიო სტუმარი ცარიელ მაგიდასთან!

რატომ და როგორ უნდა მოამზადო შენი გვერდი გამომწერების მისაღებად? 🎥 უყურე აქ

დღე 3/30 🤪 დედაშენის სელფს შენსაზე მეტი მოწონება რატომ აქვს?

რატომ არ უნდა შეედარო სხვას თუნდაც ერთი და იმავე მოქმედებით და რატომ არავინ იწყებს მართლა 0-დან? 🎥 უყურე აქ

დღე 4/30: 😫 #1 მიზეზი, რატომ არ იზრდება შენი გვერდი

მთავარი განსხვევება მზარდ და "მობუქსავე" გვერდებს შორის და რა გააკეთო 🎥 უყურე აქ

დღე 5/30: 🫣 ბოდიში, 1 რამ დაგიმალე…

ერთი რამ უფრო მალე დავნერგე, ვიდრე მასზე მოგიყევი. აი, რა არის და როგორ გამოიყენო შენც 🎥 უყურე აქ

დღე 6/30: 😵‍💫 სახის გამოჩენა აუცილებელია?

როგორ გადაწყვიტო გიღირს თუ არა, გადალახო კემრაზე საუბრის შიში? 🎥 უყურე აქ

დღე 7/30: 😵‍ როგორ გადალახო კამერის შიში?

საიდან მოდის და როგორ გადალახო კამერის შიში? 🎥 უყურე აქ

დღე 8/30: 🤯 შენ არ გჭირდება მეტი გამომწერი, არამედ ეს...

მარკეტინგის #1 წესი: "დაბნეული მყიდველი არ ყიდულობს". როგორ გამოასწორო ეს შენს ბიზნესში? 🎥 უყურე აქ

დღე 9/30: 🤕ვიდეოს იდეები ამოგეწურა?

როგორ შექმნა კონტენტის გეგმა ისე, რომ იდეები არასდროს ამოგეწუროს? 🎥 უყურე აქ

დღე 10/30 🤬 ფასიანი რეკლამის გარეშე ნახვები არ გაქვს?

3 ნაბიჯი, რომ შენმა კონეტნტმა მოიყვანოს ახალი მომხმარებლები ფასიანი რეკლამის გარეშეც კი 🎥 უყურე აქ

დღე 11/30 🙅‍♀️არ ისწავლო "ციფრული მარკეტინგი"!

რატომ არ უნდა იწყავლო "ბიზნესი", "მარკეტინგი" ან "ციფრული მარკეტინგი" 🎥 უყურე აქ

დღე 12/30 👀📈+1K გამომწერი მუშაობის გარეშე?

მე დავმარცხდი საკუთარ გამოწვევაში, თუმცა, 1000+ გამომწერი მუშაობის გარეშეც მომემატა? 🎥 უყურე აქ

დღე 13/30 კონტენტ კრეატორობაზე არავინ გეტყვის ამას!

ყველა გეტყვის რა მაგარია გამომწერები, თუმცა, არავინ გეუბნება რამხელა ემოციური გამძლეობა სჭირდება ციფრულ ცნობადობას.
🎥 უყურე აქ

დღე 14/30 🤔 საიდან იცი, რომ ნამდვილი ვარ?

რა იცი, რომ ხელოვნური ინტელექტის დაგენერირებული არ ვარ ან რომ თაღლითი არ გწერს ჩემი სახელით? 🎥 უყურე აქ

დღე 15/30 "სანამ კამერას არ ვიყიდი, ვიდეოებს არ გადავიღებ"

სწორედ ეს საბაბი აჩერებს უმეტესობას 🎥 უყურე აქ

დღე 16/30 🥱 "სად მცალია ყოველ დღე ვიდეოები რომ გადავიღო?"

სინამდვილეში, ყოველ დღე დაპოსტვისთვის არ გჭირდება ყოველ დღე მუშაობა! როგორ? 🎥 უყურე აქ

დღე 17/30 ასე რომ მესაუბრა, უყურებდი ჩემს ვიდეოს?

თუ შენს ვიდეოში გული და სული ჩადე, მაგრამ მაინც არავინ უყურებს... საქმე შენს სათქმელში კი არა, გადმოცემის უნარშია. 🎥 უყურე აქ

დღე 18/30 👍ლაიქებს პურზე ვერ წაუსვამ: ბლოგის მონეტიზაცია

გაყიდვა არ ტეხავს. თუ შენ არ იტყვი პროდუქტის არსებობაზე და როგორ შეიძლება შეძენა, არავის დაესიზმრება. 🎥 უყურე აქ

დღე 19/30 „მე მარტო ინსტაგრამი მომწონს და ინსტაგრამზე ვიაქტიურებ”

პირადი გემოვნების გამო პლატფორმების გამორიცხვით, შეიძლება აუდიტორიის 2/3 დაკარგო.
🎥 უყურე აქ

დღე 20/30 საიდულმლო რჩევა თუ კონტენტისგან გადაიწვი

გამოსავალი არის პრინციპი, რომელსაც მე “ზარმაცული კონტენტი” დავარქვი. 🎥 უყურე აქ